22.11.2024

ირაკლი კობახიძე-საფუძვლიანი ეჭვია, რომ გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტები არიან

ეს ხალხი მხოლოდ რუსულ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ რუსეთის აგენტები არიან, ასეთი ვიზიტების შესახებ ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე საიდან იგებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი და ელენე ხოშტარია რუსეთის აგენტურის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„სინამდვილეში ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. ვინ არის გიგა მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი. ვინ არის შოთა დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, არამედ ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? მესიჯების „სქრინები“ რომ ჰქონდათ, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტორული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img