24.11.2024

ამირან გამყრელიძე: „კომენდანტის საათის“ გადაწევა არ განიხილება, ევროპულ ქვეყნებში საღამოს 6-დან დააწესეს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყანაში 21:00-დან, 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება და მისი მოხსნა ან დროის გადაწევა, ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„კომენდანტის საათის გადაწევის რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს. ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და აქვს გაუარესების ტენდენცია. კომენდანტის საათის დროს, მობილობის შემცირება მძლავრი იარაღია ინფექციის გავრცელების შენელებისა და შეზღუდვისათვის.

ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, თუ ამას ასე დავიჭერდით, განიხილებოდა შემცირება კომენდატის საათის და შესაძლებელი იყო გადაწევა, მაგრამ ამ ეტაპზე იცით დღევანდელი, გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნის, სადაც პირიქით, კომენდანტის საათი დააწესეს საღამოს 6 საათიდან. ამ ეტაპზე ეს არ განიხილება.“ –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს ისაუბრა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img