თბილისში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც კორპუსის მდგრადობას შეისწავლის.
კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მიმდინარეობს აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა.