როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად საქმიანობას, გეტყვით ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობის თაობაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
“არჩევნებზე, კანდიდატებზე მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, ყველაფერს გეტყვით – ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, კახა კალაძემ კლინიკა დღეს დატოვა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, თბილისის მერს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.