რუსთავში საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მაჩაბლის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი მღებრიშვილია. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.