ბოლნისის ნიადაგში ხილსა და ბოსტნეულში დასაშვებზე ასჯერ მეტი მძიმე მეტალები აღმოჩნდა. გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია ამბობს რომ კვლევას რამდენიმე კვირის განმავლობაში ატარებდნენ ჟურნალისტები.
ლაბორატორიული ცდებით დადასტურდა, რომ ნიადაგსა და ხილ-ბოსტანში, ტყვიის და სპილენძის მაღალი მაჩვენებლებია, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საკმაოდ სერიოზულად აზინებს . სინჯები ბოლნისის სამი სოფლიდან აიღეს.
რეპორტაჟის ავტორი ანა ნოდია რეპორტაჟში ყვება: “ანალიზების შედეგის მიხედვით მძიმე მეტალების კონცენტრაციები ზოგ შემთხვევაში ათეულჯერ და ზოგ ში კი ასეულჯერად აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. ისპანახში ,კარტოფილში,მწვანე ხახვში,სალათის ფურცლებსა და ვაშლში სპილენძის ,თუთიას, ტყვიის და მანგანუმის მაღალი მაჩვენებებლები აღმოჩნდა. ტყვია ყველაზე დიდი რაოდენომით ისპანახსა და სალათის ფურცლებში გამოვლინდა. სპილენძი და თუთია კარტოფილსა და ისპანახში, ხოლო მანგანუმი ვაშლსა და მწვანე ხახვში. იდენტური სურათი ნიადაგის კვლევის შედეგებშიც მივიღეთ.”
ახალი კვირის სკადალური და ხმაურიანი რეპორტაჟიდან ვიგებთ რომ
ისპანახში, კარტოფილში, მწვანე ხახვში, სალათის ფურცლებსა და ვაშლში სხვა მძიმე მეტალებთან ერთად სპილენძის და ტყვიის მაღალი მაჩეებლები აღმოჩნდა. ტყვია ყველაზე დიდი რაოდენობით ისპანახსა და სალათის ფურცლებში გამოვლინდა. ამ ორ პროდუქტში ტყვიის დასაშვები კონცენტრაციაა 0,4 მეათედი მილიგრამი კილოგრამში, კვლევამ გვიჩვენა რომ ერთი ლოკაციიდან აღებულ ისპანახში 572 მილიგრამია კილოგრამში , მეორე სოფლიდან აღებულ ნიმუშში კი 634 მილიგრამი კილოგრამში. სალათის ფურცლებში 559 მილიგრამი კილოგრამში. სპილენძის მაღალი მაჩენებელი კარტოფილის ორ ნიმუშში და ისპანახში გამოვლინდა. მძიმე მეტალების მაღალი შემცველობა დაფიქსირდა ნიადაგშიც-სპილენძი თუთია, ტყვია და ა. შ, რაც ძალიან საგანგაშოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. ეს მძიმე მეტალები იწვევს მრავალ პათოლოგიას, ქრონიკულ და სიმსივნურ დაავადებებს.
ახალი კვირის რეპორტაჟში ასევე ნათქვამია, რომ იქ სადაც დაბინძურებული კერებია საქართველოში, ის რეგიონები მთავარი მწარმოებლებია ბოსტნეული კულტურების.
სურსათის უვნებლობამ ბოლოს კვლევები 2020 წელს ჩაატარა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა, მას შემდეგ კვლევები არ ჩაუტარებია.