ხელისუფლების წარმომადგენლები – ირაკლი კობახაძემ კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.