„ეს არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მყარად დააფიქსირა, რომ ჩვენ არ შევეგუებით ვიყოთ ბოროტების იმპერიის – საბჭოთა კავშირის, ან მისი მემკვიდრის, პუტინის რუსეთის კონტროლის ქვეშ და არასდროს არ ვიტყვით უარს თავისუფლებაზე.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.