27.11.2024

აკაკი ბობოხიძე – გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ დღეს დაანონსებული აქცია ხელისუფლების დავალებით ხდება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ დღეს დაანონსებული აქცია ხელისუფლების დავალებით ხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამით ხელისუფლება „სახიფათო თამაშს თამაშობს”.

“არა მარტო ხელისუფლების კვალს ვხედავ, ხელისუფლების დავალებით კეთდება ეს აქცია და ამას ხელისუფლება არც მალავს, იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებს პირდაპირ აქვთ დავალება მიცემული, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს აქცია “შეუვსონ”.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამით სახიფათო თამაშს იწყებს, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში გამარჯვებული ხელისუფლება ვერ გამოვა, როდესაც მოქალაქეების ურთიერთდაპირისპირებას ხელს უწყობს”,-განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ევროპის მოედნიდან საქართველოს საპატრიარქომდე გია გაჩეჩილაძე (უცნობი) თანამოაზრეებთან ერთად მსვლელობას გამართავს, რომელიც „დედაენის ბაღში“ დასრულდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img