ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ის ვერ დაარწმუნა, რომ კოდუას მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
“ვერ დამარწმუნეთ, რომ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. პოლიციელების, ექიმების ჩვენებები, დაზიანებები მაძლევს იმის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი”,- განაცხადა მოსამართლემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.