22.11.2024

ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის ამ ეტაპზე აბიტურიენტს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლის შესაძლებლობა აქვს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას, ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

აბიტურიენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვერ აირჩევს პროგრამებს, თუ არ ექნება მითითებული რელევანტური საგნები. აქედან გამომდინარე, ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პირველი, ძირითადი ეტაპი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში გამოიყენოს შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროს შესაბამისი ცვლილება“ , – ნათქვამია ინფორმაციაში

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img