გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო გონიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრქუქციულ ნაწილსაც გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია „ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ „თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევში ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს.