25.11.2024

ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა დროებით ყველა როლიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან დროებით მოხსნა.მსახიობი გამოძიების დასრულებამდე იქნება მოხსნილი როლებიდან.

ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

“თეატრის მსახიობის ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამ სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობის გათვალისწინებული წესით)”, – წერია ბრძანებაში.

ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა. მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა. მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს. მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეატრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გააგდებენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img