საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ facebook-ით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“.
შეგახსენებთ, 16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ვროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელს არ მოაწერენ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას, რადგან დოკუმენტი ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხს არ შეიცავს და ბუნდოვანია.
შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.