“ძალიან მოკლედ მსურს, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე შექმნილ ვითარებაზე. ოპოზიციის რომელმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი, არაა მნიშვნელოვანი და მე ამის გარჩევაში არ შევალ, ეს არის მათი სუვერენული უფლება. ეს ერთი.
გულახდილი უნდა ვიყო და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი, არ შემიძლია ეს არ გითხრათ, იმედგაცრუებულიც შეიძლება ითქვას, დამცირებულიც კი…”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან კომენტარის გასაკეთებლად თავად დაუკავშირდა ტელეკომპანია ფორმულას, გადაცემა “დროებას”. მასთან საუბარი ლიმიტის ამოწურვის გამო გაწყდა.