“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი, რომელმაც შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აუხსნეს თუ რატომ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი მოიძებნოს მელიას გათავისუფლების ისეთი გზა, რომელიც გირაოს გადახდას არ გულისხმობს.
“მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის წინაპირობა ჩვენ შევძლოთ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს რატომ არ არის მნიშვნელოვანი მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას იმიტომ, რომ დღეს გირაოს გადახდა არ არის არც იურიდიულად და არც მელიას სურვილი” – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პოლიტიკოსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სხვა მექანიზმებს არ გამოიყენებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ხელშეკრულების მიხედვით, მომავალ ორშაბათს პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი და ოპოზიციის მუშაობაც პარლამენტში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებით შემოიფარგლება მანამ, სანამ მელია საპატიმროს არ დატოვებს: