25.11.2024

ირაკლი ქადაგიშვილი: ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება მელიას ციხიდან გამოსაყვანად

“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად აქვს ვალდებულება მიიღოს “ამნისტიის შესახებ” კანონი და თუ ნიკა მელია არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს სასამართლოსთვის დალოდება.

ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით აღებული ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, რომ ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კანონი იქნება მიღებული. თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი. თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ?! ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად.” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img