24.11.2024

ბიძინა კულუმბეგოვი – სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა, მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს ამას

სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს. მივიდეთ, კვერცხი გადავაგოროთ და სახლში დავბრუნდეთ – აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

როგორ კულუმბეგოვმა აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეიძლება, თუმცა გარკვეული წესის დაცვით და მოქალაქეებს ორი პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი, 60 წელს გადაცილებულებს.

„თუ ყველა წესი იქნება დაცული, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 2020 წლის აღდგომის შემდეგ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. სასურველია, ორი პირბადე გამოიყენონ ადამიანებმა. განსაკუთრებით – 60 წელს გადაცილებულმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა. რა თქმა უნდა, 2020 წელს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ წესების დაცვის შემთხვევაში, საშიში არაფერი იქნება. სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს. მივიდეთ, კვერცხი გადავაგოროთ და სახლში დავბრუნდეთ“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img