27.11.2024

ელისაშვილი – თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში

“რეალურად, ყველას ამდენ ხანს უნდა მიეღო პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება, ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ ამ თვეების განმავლობაში დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში” – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა, მას შემდეგ რაც ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში მივდინენ.

„კარგია, რომ შემოვიდნენ. წყენით ლაპარაკს არ ვაპირებთ. ჩვენ ვიცოდით რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწვევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქვს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო”, – აღნიშნა ელისაშვილმა

კითხვაზე, რამდენად გამოცოცხლდება პარლამენტის მუშაობა ოპოზიციის შესვლით, ელისაშვილმა განაცხადა, „სიმართლე, რომ გითხრათ, არც მანამდე მეძინა პარლამენტის სხდომაზე“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img