საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 551-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 878 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 კვლევა, აქედან 11 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17 609 PCR-ით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 706 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 41 801 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,26%-ია, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 4,63%.