22.11.2024

კახეთი სტიქიამ დააზარალა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლები დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ ძირითადად აფენის თემს მიაყენა ზიანი.

განადგურებულია ვენახების ნაწილი, სასოფლო -სამეურნეო კულტურები და სასათბურე მეურნეობა.

სტიქიისგან დაზარალებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სოფლები: კაბალი, ბაისუბანი, მსხალგორი, დიდი გორი და თელა. მოსახლეობის განცხადებით, განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი კულტურები და კენკროვანი ხილის ბაღები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ძირითადი შემოსავალი სწორედ სასოფლო სამეურნეო საქმიანობაა და წუხანდელმა სტიქიამ ისინი შემოსავალის გარეშე დატოვა.

დაზარალებულების უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

ლაგოდეხის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომისია მუშაობს და ზარალის საბოლო შედეგების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახით დაეხმარებიან მოსახლეობას

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img