25.11.2024

მეოთხე დღეა „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ

მეოთხე დღეა, „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს საწარმოს ცენტრალური შესასვლელი ბლოკირებული აქვთ და საპროტესტო აქციას მართავენ, ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით. “რუსთავის აზოტის” 2000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცულია, რამაც „აზოტის” წარმოების სრული გაჩერება გამოიწვია. ამ ეტაპზე, „რუსთავის აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების ჟანგბადით მომარაგება ხდება.

გაფიცული მუშებს ორი მოთხოვნა აქვთ: მათი შრომითი ანაზღაურება დირექციამ მინიმუმ 50%-ით გაზარდოს და საპროტესტო აქციების მონაწილე პირები სამსახურიდან არ გაათავისუფლონ.

რუსთავის ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა. ის გაფიცულ მუშებს დირექციასთან მოლაპარაკების პროცესში მედიატორის სახით ჩართვას დაპირდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს, მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img