26.11.2024

პროტესტის მეხუთე დღე – “რუსთავის აზოტის“ გაფიცული თანამშრომლები საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებას არ დათანხმდნენ

“რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობასა და გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. “რუსთავის აზოტის“ გაფიცული თანამშრომლები საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებას არ დათანხმდნენ.

დირექცია საწარმოში დასაქმებულებს, რომელთა დარიცხული შრომითი ანაზღაურება 1000 ლარამდეა, ხელფასის 250 ლარით გაზრდას სთავაზობს, 1000-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასის მქონეებს კი, 125 ლარით გაზრდას. ამასთანავე, საწარმოს ხელმძღვანელობა მზად არის მათ სააღდგომოდ 50 ლარი დაურიცხოს და განაცდური დღეების თანხა არ ჩამოაჭრას, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ აქციის მონაწილეეები სამუშაო ადგილებს დღესვე დაუბრუნდებიან და მუშაობას განაახლებენ.

საწარმოს დირექციის შეთავაზება საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქციაზე მყოფებს გააცნეს, თუმცა ისინი ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან და კვლავ მოითხოვენ, რომ ანაზღაურება 50%-ით გაეზარდოთ.

“რუსთავის აზოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მეხუთე დღეა მიმდინარებს. 2000 თანამშრომელი გაიფიცა და ქარხანა გაჩერდა, ამ დროისთვის მხოლოდ ჟანგბადის საამქრო აგრძელებს მუშაობას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img