სურსათის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთის მთავრობამ 2021 წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე წიწიბურასა და წიწიბურას ბურღულეულის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა.
რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და შესაბამისად, მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.
BBC- ის ცნობით, მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელიც ძალაში 2020 წლის 30 აპრილიდან შევიდა, რუსეთიდან წიწიბურას ექსპორტი 2021 წლის 5 ივნისიდან აიკრძალება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.
რუსეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია. აგრეთვე რუსული სამხედრო ბაზებისა და რუსული ორგანიზაციებისათვის გადაზიდვაზე. გარდა ამისა, აკრძალვა არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც ტრანსპორტირდება რუსეთის ფედერაციაში, ან რუსეთის ერთი ნაწილიდან სხვა ქვეყნების ტერიტორიების გავლით რუსეთის სხვა რეგიონში.
2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წელთან შედარებით რუსეთში წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და 1 ტონა $571.2 ღირს.