22.11.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი მოკლეს

სოხუმში, იმამ შამილის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი ქემალ არძინბა მოკლეს. ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურატურა იუწყება.

დე ფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს დამნაშავე პირთა გამოსავლენად.

არსებული ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ქემალ არძინბა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე სხვა კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შს მინისტრის ბრძანებით, მკვლელობაში დამნაშავის დაკავების მიზნით სოხუმიდან გასვლა შეიზღუდა. ქალაქის გასასვლელებში შექმნილია სპეციალური პოსტები

მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img