დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ჩინური ვაქცინა “სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი პარასკევს, 21 მაისს ამოქმედდება.“სინოვაკით” ვაქცინაცია კი 24 მაისიდან დაიწყება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებითვე, ჩინური ვაქცინა 90%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა.
ცნობისთვის, ჩინური “სინოვაკი” ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ჯერ კიდევ ელოდება.