„ვფიქრობ, 7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთ სიბრტყეში დაყენება არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად არ არის სწორი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა “გირჩის” ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ამნისტია 7 ნოემბრის მოვლენებსაც უნდა შეეხოს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს პირდაპირი მოწოდებები იყო პარლამენტში ძალადობრივი შესვლის და სამართალდამცველებზე თავდასხმის.
“ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი, გვახსოვს რა გარემოებები იყო იქ და ასევე ვართ მომსწრე 20 ივნისის და გვახსოვს, რომ 20 ივნისს იყო პირდაპირი შეტევა სამართალდამცავების მიმართ, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ. ასევე, იყო პირდაპირი მოწოდება პარლამენტში ძალადობრივი შესვლის. ასე, რომ ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან რამენაირად დაკავშირება არ არის სწორი”,- განაცხადა პაპუაშვილმა.