25.11.2024

ანა დოლიძემ პარტია “ხალხისთვის” დააფუძნა

ანა დოლიძემ არტია “ხალხისთვის” დააფუძნა. ყრილობა “არტოს ბაღში” შედგა, პარტიაში 300 ადამიანი დარეგისტრირდა.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტიის მთავარი მიზანი იქნება, პოლიტიკა ხალხის დღის წესრიგზე ააწყონ. დოლიძემ შეკრებილ საზოგადოებასა და მხარდამჭრებეს სიტყვით მიმართა.

“მოძრაობა “ხალხისთვის” დღეს გადადის ახალ ეტაპზე. ჩვენი სლოგანი აჩვენებს ჩვენს შინაარსს, ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი. ჩვენი მისწრაფება არის, რომ პოლიტიკა ავაწყოთ სახალხო დღის წესრიგზე, იმ დაკვეთაზე, რასაც ხალხი აძლევს პოლიტიკოსებს და არა პირიქით. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რასაც, წლიდან წლამდე ხალხი აყენებს – დასაქმებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, სასამართლოსთვის ვიბრძოლოთ. „ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი” – ეს არის ჩვენი სლოგანი”,- განაცხადა დოლიძემ.

შეკრებილებმა პარტიის თავმჯდომარედ, ერთხმად ანა დოლიძე აირჩიეს, ასევე აირჩეს, პოლიტსაბჭოს წევრები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img