25.11.2024

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.

ვარლამ გოლეთიანის განაცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენ, რადგან გვაქვს სცენა მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ და იქ, რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ახლოს ვიქნებით ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი, გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. 26 მაისს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენ გვერდით და თავისი უფლების, თითოეული ინდივიდის დასაცავად ამოვუდგებით ერთმანეთს მხარდამხარ.

ამიტომ, 26 მაისს, აღლუმი და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება არა აქ, არამედ, სადაც ვგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე, მთელი დედაქალაქი მოვა იქ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img