25.11.2024

მარი ჯანაშია გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მსახიობი მარი ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. მსახიობი 71 წლის იყო.

მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1968–1981 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.

მარი ჯანაშიამ  დაუვიწყარი  სახეები შექმნა თეატრსა თუ კინოში. ისეთ სპექტაკლებში, აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

ნათამაშები აქვს ცნობილ ფილმებში: „კუკარაჩა“ (ანიკო) ; „მარადისობის კანონი“ (მარიამი); გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი);„ცოდვის შვილები“; „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) და ა.შ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img