ვფიქრობ, არაფორმალური მმართველობის ფორმები საქართველოში არსებობს და არსებობდა, – ამის შესახებ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი.
„მას შემდეგ, როცა მომეცა პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებისა და ჩართულობის შესაძლებლობა, ბოლო პერიოდში, როგორც ისე, მე ვფიქრობ, რომ არაფორმალური მმართველობის ფორმები საქართველოში არსებობს და არსებობდა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.