25.11.2024

გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ რადიკალიზაციის პროცესი დღეს სახეზეა

„ქართული ოცნების“ რადიკალიზაციის პროცესი დღეს სახეზეა. აცხადებს, რომ არიან ან ჩემიანები, ან მტერია. რა თქმა უნდა, ეს რადიკალიზაციაა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, სანამ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში არ დასრულდება, რომ გამარჯვება შენი ოპონენტის განადგურებას ნიშნავს, „ჩვენ ვიქნებით აი, ასე“.

„მე როდესაც ვამბობ: რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებ, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებ. კონკრეტული პარტიების დასახელება არ მინდა. ახლა გეტყვით, რა არის რადიკალური პარტია, სანამ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში არ დასრულდება, რომ გამარჯვება შენი ოპონენტის განადგურებას ნიშნავს, ჩვენ ვიქნებით აი, ასე. არ უნდა იყოს, მაგალითად, ძველი, ან ახალი პოლიტიკური პარტიის სურვილი, რომ „ქართული ოცნება“ განადგურდეს, ვერ გაანადგურებენ. „ქართული ოცნების“ პრობლემა ის კი არ არის, რომ ის უნდა დასრულდეს, ან განადგურდეს არა, ის უნდა განვითარდეს, ისევე როგორც სხვა პარტიები.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ რადიკალიზაციის პროცესი დღეს სახეზეა. „ქართულ ოცნებაში“ დღეს რაც ხდება, ხდება ის, რომ აცხადებს: არიან ან ჩემიანები, ან მტერია. რა თქმა უნდა, ეს რადიკალიზაციაა“, – განაცხადა გახარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img