23.11.2024

„ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტს წყვეტს და „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ეთერებში მონაწილეობას მიიღებს

ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტელეკომპანია „მთავარისა“ და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სატელევიზიო ფორმატებში მონაწილეობას მიიღებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ორი ტელეკომპანიის შეთავაზებას ეხება.

„რადგან შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან, ეს იყო ტელეკომპანია „მთავარი“ და ტელეკომპანია „ტვ პირველი“, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, ვესაუბროთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, ვესაუბროთ იმაზე, რაც აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საინტერესო იყოს, მაგალითად, რომელიმე ტელეკომპანიისთვის. ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img