22.11.2024

ამირან გამყრელიძე – „კოვაქსმა“ დაადასტურა, რომ საქართველოს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის 700 000-მდე და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზა მოეწოდება

მესამე კვარტალში „კოვაქსმა“ „ნოვოვაქსის“ 700 000 და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზის მოწოდება დაადასტურა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სოციალურ ქსელში ჩართვის დროს განაცხადა.

„დღეს, როგორც პირველი, ასევე მეორე აცრისთვის გვაქვს მარაგი დაახლოებით ვაქცინის 160 000-მდე დოზა. ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ „სინოფარმს“ მიიღებს. ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე „ფაიზერის“ მილიონი დოზის მიღება და ასევე დაახლოებით მესამე კვარტალში „კოვაქსმაც“ დაადასტურა 700 000 „ნოვოვაქსის“ მოწოდება და დაახლოებით 130 000-მდე „ჯონსონი და ჯონსონის“ მოწოდება. მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია, მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი უნდა აიცრას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img