23.11.2024

მეუფე გრიგოლი – ნინოწმინდის პანსიონის კარი, რომ თავის დროზე გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ გრიგოლის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის კარი, რომ თავის დროზე გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

„დღეს ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი, შემოწმება ტარდება. ახლა ერთი წუთით იქ რომ მიხვალ ვერაფერს გაიგებ. იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო. მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება საქმე აქამდე არ მისულიყო, კარი თავის დროზე რომ გაეღოთ. ქართული გამოთქმა არის – „ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო“, ეს კარები სამართლიანად იყო დახურული თუ უსამართლოდ, ფაქტი ერთია, ამან ძალიან ბევრი ეჭვი აღძრა და დაძაბა საზოგადოება“, – ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.

რაც შეეხება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მეუფე გრიგოლის თქმით, იმედი აქვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და წინააღმდეგობის გარეშე.

“რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, მე ის ვიცი, რაც არის ახლა ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ აი, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული, ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება, რადგან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. აი, ასეთი რამ გვემართება ხოლმე, ამიტომ ის, რომ სასამართლოს მიუღია დადგენილება, იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. თუ უწესრიგობაა, მივესალმები წესრიგის დამყარებას. თუ დანაშაულია, აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორდეს“ – ამბობს მიტროპოლიტი “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img