ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რითაც აშშ-ის მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლების ქმედებები და პოლიტიკა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხის შემქმნელია.
აღნიშნული სანქციები აშშ-მა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს 2006 წელს დაუწესა. სანქციების ვადა 16 ივნისს იწურებოდა.