27.11.2024

“სინოვაკის” ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია 14 ივნისიდან განახლდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “სინოვაკის” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე 14 ივნისიდან განახლდება.

მათივე ინფორმაციით, დღს, 9 ივნისს “​სინოვაკის” ვაქცინის მეორე დოზით რეგისტრაცია დაიწყო.

“”სინოვაკის” მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. “სინოვაკის” ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა. 1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა . საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522″, – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img