პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი მოფიქრებულია როგორც სადამსჯელო ღონისძიება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„არ არსებობს ეუთოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა, როცა პარტიის დაფინანსება არის დამოკიდებული მათ საპარლამენტო წარმომადგენლობის უფლების გამოყენებასთან. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არ უწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს, მიგვაჩნია, რომ არის მოფიქრებული როგორც სადამსჯელო ღონისძიება და ჩვენი მხარდაჭერა აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როგორ არის მიბმული „ქართული ოცნების” დაფინანსების წყაროები კორუფციულ სქემებთან და არც ერთი მსგავსი შემთხვევის გამოძიება და დასჯა არ მომხდარა,”- განაცხადა სამადაშვილმა.