21.11.2024

გიორგი გახარია – იმის წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე?” – მე კომპლექსს ვერ გამიჩენენ

ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, ხოლო ის, რაც ვერ გაკეთდა, სურს ახლა უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად „ოცნების ქალაქი“, რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გაკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ ელემენტარული მიზეზის გამო, ის, რაც ვერ გავაკეთეთ, არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგბლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი“,-განაცხადა გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებთან. გიორგი გახარიამ აჭარაში თავისი პარტიის გუნდის წევრები წარადგინა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img