სომხეთში პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის მანქანას ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„ჩემ მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზე, და მითუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ“, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ ბაბაჯანიანი.
პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 9:30 საათზე უცნობმა პირმა პრემიერობის კანდიდატის მანქანის საქარე მინას ესროლა. ინციდენტი ნორკ-მარაშის დასახლებაში მოხდა.
სომხეთში დღეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.