“ქართული ხმების” სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
“კურიერის” ინფორმაციით შემთხვევა რაჭაში მოხდა. ონის მერის ინფორმაციით შქმერში გზა ჩავარდა. ზურაბ ბაკურაძე, რომელიც იმ დროს ფეხით გადაადგილდებოდა ხევში ჩავარდა და მრავლობითი დაზიანება მიიღო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზურაბ ბაკურაძის ოჯახის ახლობლის, სალომე ადამიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაკურაძე უბედური შემთხვევის დროს რაჭაში, დედამისის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამსახურის საქმეზე იყვნენ წასულები, მოწყდა მიწა და ჩაიტანა ხევში. ინფორმაცია, რომ დედის დაკრძალვაზე იყო, სრული დეზინფორმაციაა. დედის დაკრძალვა იყო ორი კვირის წინ”, – განაცხადა სალომე ადამიამ.