23.11.2024

სახალხო დამცველი – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი უნდა მოეხსნათ, წარდგენილი ქმედება არ შეიცავს ფულის „გათეთრების“ ნიშნებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ, რადგან წარდგენილი ქმედება, საერთაშორისო პრაქტიკით და საქართველოს კანონმდებლობითაც, არ შეიცავს ფულის „გათეთრების“ დანაშაულის ნიშნებს.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ საკითხზე მათ სასამართლოში „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებაც წარდგენილი აქვთ.

„სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი და ამაზე სასამართლოში წარდგენილი გვაქვს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს ფულის გათეთრების დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებუკებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია ფულის გათეთრების დანაშაული. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს იმაზე, საერთოდ, რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი,”- განაცხადა ლომჯარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img