მძიმე სამუშაო პირობების გამო, გერმანიაში დასაქმებული ქართველი მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების საყიდლად ვალის აღებაც მოუწიათ. ასევე, წასვლის დროსაც გამგზავრების ხარჯები თავად გაიღეს და საკმაოდ ბევრი ვალი დაუგროვდათ.
მოქალაქეები ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და სამართლებრივ დავას აპირებენ. მათ უკვე უჩივლეს გერმანელ დამსაქმებლებს.
“არაადამიანური პირობები იყო. ყველანაირად დარღვეული იყო ადამიანის უფლებები. პირველივე დღეს დაირღვა ჩვენი უფლებები. კონტრაქტს არ დაემორჩილა დამსაქმებელი. თუ კონტრაქტს არ ეთანხმებოდა, რატომ გაგვიშვა დასაქმების სააგენტომ”. – ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე.
“ასეთი კოლონიალური და მონური შრომისთვის არ წავსულვართ”. – ამბობს საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე.