24.11.2024

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17- წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი, ქვედანაყოფის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, საქართველოში დაბრუნდა. პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის მისიას” ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიას, “საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების” (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img