ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ჭყონია მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი ამბიცია არ აქვს და თბილისს არა თემურ ჭყონია, არამედ ბრედ პიტი სჭირდება მერად.
“შოკში ჩავვარდი, რა. ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება” – განაცხადა ბიზნესმენმა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.
ცნობისათვის, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნებოდა, მასთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა ჭყონიასთან და ის ინფორმაციას არც ადასტურებს, არც უარყოფს.