27.11.2024

ახალი მეწყერსაშიში ზონა თბილისში – ლისი-მუხათწყაროს გზა გადაკეტილია

თბილისში კიდევ ერთი მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა-  ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა ამ დროისთვის დაკეტილია.

აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, ვითარებას ადგილზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები სწავლობენ.

“დღეს დილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე გააქტიურდა მეწყრული პროცესები. შესაბამისად, დილიდან მუშაობდნენ გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს მონაკვეთი. სავარაუდოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში კიდევ უნდა მოხდეს გადამოწმება გეოლოგების მხრიდან და სავარაუდოდ, იქნება დასკვნა, რომლის შემდგომაც სამშენებლო კომპანიის სპეციალისტები, რომლებმაც აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა განახორციელეს, შეისწავლიან გზას და მომზადდება საინჟინრო პროექტი, რა იქნება გასაკეთებელი. ამის შემდეგ დაიწყება გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. გზა ამ დროისთვის დაკეტილია ამ მონაკვეთზე, ეს არის ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა”,  – განაცხადა დავით ნოზაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img