საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 579 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.2%, ბოლო 14 დღის – 2.66%, ბოლო 7 დღის – 2.86%.
ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში 663 გამოვლინდა, აჭარაში – 38, იმერეთში – 95, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081, საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 605 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 747 პირი – ბინაზე.
მძიმე პაციენტია 601 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პაციენტი.
პირველი ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 367 058 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 352 624 გამოჯანმრთელდა, 5 327 გარდაიცვალა.