TV პირველის გადამღებ ჯგუფს სოფელ ფონიჭალაში თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს.
TV პირველის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი ადგილზე სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხებოდა ოცნების ადგილობრივი კოორდინატორის სავარაუდო სპეცოპერაციის ფაქტს.
ბოლო ერთის კვირის მანძილზე ეს TV პირველის ჟურნალისტზე მეორე თავდასხმაა. 30 ივნისს ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს წალკაში დაესხნენ თავს.