28.11.2024

5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, შვედმა ტურისტებმა 14 000-ევროიანი ჯავშანი გააუქმეს

5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, შვედმა ტურისტებმა 14 000-ევროიანი ჯავშანი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურისტული კომპანიის, K ART WELL-ის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუნაიშვილი ავრცელებს.

ბეჟუნაიშვილის თქმით, მას 10 თვე დასჭირდა შვედების კონკრეტული ჯგუფის დასათანხმებლად – ისინი 6 წელია, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და ტურისტულ ადგილებს პოპულარიზაციას უწევენ. 

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ტურისტებმა 14 000 ევროიანი პაკეტი იყიდეს და საქართველოში მოგზაურობაც დაგეგმეს, თუმცა, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო ჯავშანი გააუქმეს. 

როგორც მათ მიერ ბაჟუნაიშვილისთვის გაგზავნილ მეილში წერია, “მათ ჯგუფს საქართველოში შეიძლება პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამო”. 

“შეიძლება ვცდებით, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ”. – წერენ ტურისტები. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img