პარლამენტის შენობის წინ, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე აქცია სახელწოდებით „გადადგეს მკვლელი მთავრობა“ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას მისცეს საბოლოო ვადა, რათა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
“ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა – ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია: მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. ეს მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, ხვალ ვიკრიბებით 6 საათზე ისევ აქ. ახლა კი მსვლელობით დავიძრათ კანცელარიისკენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და მთავარი არხის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.